ტასჰაბი არის პროექტირებისა და შეთანხმების ჰაბი, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას პროექტის შეთანხმებისთვის საჭირო ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ.
ტასჰაბი 2018 წელს შეიქმნა იმ რეალური გამოწვევის საპასუხოდ, რომელსაც ბაზარზე დეველოპერები ყოველდღიურად აწყდებოდნენ — პროექტისთვის საჭირო მომსახურებების გაფანტულობა, დოკუმენტების არათანმიმდევრულობა და სხვადასხვა მიმართულებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა.
კომპანია სწორედ ამ გამოწვევის გადასაჭრელად შეიქმნა — როგორც სივრცე, სადაც დამკვეთი ერთიანი კოორდინაციით იღებს შეთანხმებისთვის საჭირო სრულ საპროექტო პაკეტს.
ტასჰაბის პორტფელი მოიცავს სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის 8-წლიანი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება აერთიანებს როგორც ბაზრის წამყვანი დეველოპერული კომპანიების, ისე ახალი და მზარდი დეველოპერების პროექტებზე მუშაობას.
ტასჰაბის მონაწილეობით მომზადებული პროექტები წარმატებით გადის შეთანხმების ეტაპებს და შემდგომ რეალურად ხორციელდება, რაც კომპანიის მუშაობის მთავარ შედეგს წარმოადგენს.
დაგროვილი გამოცდილება ტასჰაბს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს პროცესი, უზრუნველყოს სხვადასხვა მიმართულებების კოორდინაცია და დამკვეთს მიაწოდოს სრულყოფილი საპროექტო პაკეტი — ისე, რომ პროექტის შეთანხმება განხორციელდეს გამართულად, კოორდინირებულად და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვადებში.
ტასჰაბი — შეათანხმე მარტივად.
ტასკაბის პორტფელი მოიცავს სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის 8-წლიანი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება აერთიანებს როგორც ბაზრის წამყვანი დეველოპერული კომპანიების, ისე ახალი და მზარდი დეველოპერების პროექტებზე მუშაობას.
ტასკაბის მონაწილეობით მომზადებული პროექტები წარმატებით გადის შეთანხმების ეტაპებს და შემდგომ რეალურად ხორციელდება, რაც კომპანიის მუშაობის მთავარ შედეგს წარმოადგენს.
This post is also available in: EN