ტასჰაბის პორტფელი მოიცავს სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის დეველოპერულ პროექტებს. კომპანიის 8-წლიანი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება აერთიანებს როგორც ბაზრის წამყვანი დეველოპერული კომპანიების, ისე ახალი და მზარდი დეველოპერების პროექტებზე მუშაობას.
ტასჰაბის მონაწილეობით მომზადებული პროექტები წარმატებით გადის შეთანხმების ეტაპებს და შემდგომ რეალურად ხორციელდება, რაც კომპანიის მუშაობის მთავარ შედეგს წარმოადგენს.
დაგროვილი გამოცდილება ტასჰაბს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს პროცესი, უზრუნველყოს სხვადასხვა მიმართულებების კოორდინაცია და დამკვეთს მიაწოდოს სრულყოფილი საპროექტო პაკეტი — ისე, რომ პროექტის შეთანხმება განხორციელდეს გამართულად, კოორდინირებულად და მაქსიმალურად ოპტიმალურ ვადებში.
This post is also available in: EN