კონსტრუქციული მიმართულება მოიცავს შენობებისა და ნაგებობების სანებართვო და მუშა კონსტრუქციული პროექტების მომზადებას.
კონსტრუქციული პროექტი განსაზღვრავს შენობის კონსტრუქციულ სისტემას, მზიდ ელემენტებსა და მათ ტექნიკურ პარამეტრებს, რაც უზრუნველყოფს შენობის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და პროექტის სწორ ტექნიკურ განხორციელებას.
სერვისები:
ტასჰაბის ურბანისტიკის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა განაშენიანების რეგულირების გეგმების (გრგ) მომზადება.
გუნდი მუშაობს მიწის ნაკვეთებისა და ტერიტორიების განვითარების ურბანული პარამეტრების განსაზღვრაზე — ტერიტორიის კვლევიდან და განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებიდან, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და შეთანხმების პროცესამდე.
სერვისები:
დენდროლოგიური მიმართულება მოიცავს დენდროლოგიური პროექტებისა და კვლევების მომზადებას, რომლებიც განსაზღვრავს ტერიტორიის გამწვანების გადაწყვეტებს და წარმოადგენს სანებართვო დოკუმენტაციის აუცილებელ ნაწილს.
სამუშაოები მოიცავს არსებული მწვანე ნარგავების შეფასებას, ახალი გამწვანების დაგეგმვასა და შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში საჭირო კვლევებისა და დოკუმენტაციის მომზადებას.
სერვისები:
არქიტექტურული მიმართულება მოიცავს საცხოვრებელი და კომერციული პროექტების არქიტექტურულ პროექტირებას — საწყისი კონცეფციიდან სრულ საპროექტო დოკუმენტაციამდე.
პროექტირება ეფუძნება ტერიტორიის ურბანულ პარამეტრებს, ფუნქციურ მოთხოვნებსა და პროექტის განვითარების კონცეფციას, რაც უზრუნველყოფს არქიტექტურული გადაწყვეტების შესაბამისობას როგორც გარემოსთან, ისე პროექტის ამოცანებთან.
სერვისები:
საინჟინრო მიმართულება მოიცავს პროექტების სანებართვო საინჟინრო ნაწილის მომზადებას, რომელიც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
საინჟინრო გადაწყვეტილებები მუშავდება მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად და უზრუნველყოფს შენობის სისტემების უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას.
სერვისები:
სატრანსპორტო მიმართულება განსაზღვრავს პროექტის ფარგლებში მოძრაობის ორგანიზებას და მის კავშირს ქალაქის არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან.
სამუშაოები მოიცავს სატრანსპორტო სქემების შემუშავებას, ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასებას და იმ დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებისთვის.
სერვისები:
This post is also available in: EN