პროექტის შეთანხმების პროცესი საქართველოში

პროექტის შეთანხმება საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს ნებისმიერი სამშენებლო ან დეველოპერული პროექტის განხორციელების პროცესში. სწორად დაგეგმილი და კოორდინირებული პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯს და თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ შეფერხებებს.


რა არის პროექტის შეთანხმება

პროექტის შეთანხმება არის პროცესი, რომლის ფარგლებში მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია გადის შესაბამის უწყებებთან შემოწმებას და იღებს მშენებლობის ნებართვას. ეს ეტაპი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების ერთიან მუშაობას, როგორიცაა არქიტექტურა, საინჟინრო ნაწილი, კონსტრუქცია და სხვა.

პროექტის შეთანხმების ძირითადი ეტაპები


1. საწყისი კვლევა და კონცეფცია

პროექტი იწყება მიწის ნაკვეთის შესწავლით და განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბებით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პროექტის ფუნქცია და მოცულობა.

2. ურბანული პარამეტრების განსაზღვრა

მომზადდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიაზე დასაშვებ პარამეტრებს.

3. არქიტექტურული პროექტირება

იქმნება პროექტის არქიტექტურული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფუნქციურ, ისე ვიზუალურ მოთხოვნებს.

4. საინჟინრო და კონსტრუქციული ნაწილი

მუშავდება პროექტის ტექნიკური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს შენობის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას.

5. სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება

ყველა საჭირო დოკუმენტი ერთიანდება და მზადდება შესაბამისი ფორმატით, რაც აუცილებელია ნებართვის მისაღებად.

6. შეთანხმება და ნებართვის მიღება

პროექტი გადის შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესს და საბოლოოდ გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

This post is also available in: EN