დომუსი ავლაბარი

აღნიშნულ პროექტზე ჩვენმა კომპანიამ შეასრულა სატრანსპორტო დაგეგმვის სრული სამუშაოები, რაც მოიცავდა როგორც დროებითი, ასევე მუდმივი სატრანსპორტო სქემების შემუშავებასა და შეთანხმებას შესაბამის უწყებებთან. პროექტის მასშტაბისა და ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიანი ორგანიზება, გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშენებლო პროცესის პარალელურად ქალაქის მოძრაობაზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. შემუშავებული გადაწყვეტილებები ითვალისწინებდა როგორც მშენებლობის ეტაპზე დროებითი მოძრაობის მართვის სქემებს, ისე დასრულებული ობიექტისთვის გრძელვადიან, ფუნქციურად გამართულ სატრანსპორტო ორგანიზებას.

This post is also available in: EN

დომუსი ავლაბარი